განგრძობადი იურიდიული განათლების მეხუთე ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში

17 ნოემბერი 2016

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით  2016  წლის 10-11 დეკემბერსთბილისში გაიმართებაგანგრძობადი იურიდიული განათლების მეხუთე ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ასევე სხვა პრაქტიკოს იურისტებს.

კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებიდან წარმოშობილი დავების განხილვა საქართველოს სასამართლოებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა;
  • ქართული კონკურენციის სამართლის აქტუალური პრობლემები;
  • შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა და მასთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები;
  • ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე  საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;
  • ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში;
  • მტკიცების პროცესის პრობლემური საკითხები;
  • საგადახდო სამართლის აქტუალური პრობლემები;
  • საკორპორაციო სამართლის ატუალური პრობლემები და სხვა.

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს, ხოლო დაგროვილი კრედიტები ჩაეთვლებათ განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში სავალდებულო კრედიტ-საათებად.

კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 150 ლარს.

მონაწილეობის წინაპირობები:
კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი ონლაინ რეგისტრაციისა
და კონფერენციის საფასურის გადახდის საფუძველზე.

ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ნოემბერი (23:00 საათამდე).
მონაწილეობის საფასურის დაფარვა უნდა მოხდეს 2016 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.

N.B. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და კონფერენციაზე დასწრება მოხდება first come, first served პრინციპით. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: შპს „თავისუფალი უნივერსიტეტი“

ს/კ: 211359448
მიმღების ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“
ა/ა: GE16BG0000000353107100
კოდი: BAGAGE22
დანიშნულება: გიგ კონფერენციაში მონაწილეობის საფასური.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ნინო  გელაშვილი
ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი
ტელეფონი: +995 595 058 506
ელ-ფოსტაn.gelashvili@freeuni.edu.ge
ვებ-გვერდიhttp://www.nccl.ge   http://facebook.com/nccl.freeuni

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი